სასწავლო პროექტები

"პროცენტები ჩვენს ირგვლივ"




     მასწავლებელი:     მაია რობაქიძე        ქ. ქუთაისის N12 საჯარო სკოლა


         
პროექტის თემა

„ოქროს კვეთა“

საგანი
მათემატიკა
სწავლების საფეხური
საშუალო
კლასი
 მე - 10  
მოსწავლეთა რაოდენობა
26 მოსწავლე
პროექტის აქტუალობა
(პრობლემის განსაზღვრა)

მოსწავლეებს უჭირთ მათემატიკური საკითხების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, ცოდნის ტრანსფერი, რაც იწვევს მათემატიკისადმი ინტერესის დაქვეითებას.  „ოქროს კვეთის“ პრინციპებში გარკვევა დაეხმარებათ ჩაწვდნენ  მათემატიკის კავშირებს ბუნების სრულყოფილებასა და სილამაზესთან, შეხედონ მათემატიკურ საკითხებს განსხვავებული ხედვით.

პროექტის  მიზნი და შესაბამისობა ესგ-თან 
მოსწავლეებმა შეძლონ „ოქროს კვეთის“ კანონზომიერებაში გარკვევა, გაეცნონ ისტორიას, შეისწავლონ გამოჩენილი  მათემატიკოსების ღვაწლი „ღვთაებრივი პროპორციის“ აღმოჩენაში, გაეცნონ ცხოვრებაში გამოყენების მაგალითებს, დაინახონ  კავშირი მათემატიკასა და ბუნების  სრულყოფილებას შორის;
გრძელვადიანი მიზანი: დაინტერესდნენ მათემატიკური კანონზომიერებით, განუვითარდეთ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის,  შემოქმედებითი აზროვნების, კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები.

მათ. X.3.      მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მოქმედებების შედეგის შეფასება.
·         ამარტივებს ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების (აგრეთვე მოდულის) შემცველ გამოსახულებას მოქმედებათა თვისებების, მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობისა და მათ შორის კავშირის გამოყენებით;


მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
  • ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად (მათ შორის რეალურ ვითარებაში) იყენებს ფიგურათა (მრავალკუთხედების, წრეების/წრეწირების) მსგავსებას და დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის.

მათ.X.13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებ მოპოვება.
·        იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, მითითებულ რესპონდენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით);
·        იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (მაგალითად, საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი, კატალოგი და სხვა).

მათ.X.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
  • ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ (დაუჯგუფებელ) მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას;
  • ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას, მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე.
პროექტის  შედეგები
მოკლევადიანი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ „ოქროს კვეთის“ კანონზომიერებაში გარკვევას, გაეცნობიან ისტორიას, შეისწავლიან გამოჩენილი  მათემატიკოსების ღვაწლს „ღვთაებრივი პროპორციის“ აღმოჩენაში, გაეცნობიან ცხოვრებაში გამოყენების მაგალითებს, დაინახავენ  კავშირს მათემატიკასა და ბუნების  სრულყოფილებას შორის;
გრძელვადიანი შედეგები: დაინტერესდებიან მათემატიკური კანონზომიერებით, განუვითარდებათ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის,  შემოქმედებითი აზროვნების, კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები.

პროექტის განხორციელების ვადა
2 თვე; 2018 წლის აპრილი, მაისი.
წინარ ცოდნა
 
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ: 
  • პროცენტი
  • კვადრატული განტოლება და მისი ამოხსნა
  • მოქმედებები ირაციონალურ რიცხვებზე
  • ტრიგონომეტრიული ფუნქციები
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასდება მოსწავლეთა ჩართულობა, თანამშრომლობა პროექტის მომზადების პროცესში, მოძიებული ინფორმაციის შინაარსი და ხარისხი, ლოგიკური კავშირები,  მონაწილეობა ჯგუფური პრეზენტაციის მომზადების პროცესში, ნამუშევართა პრეზენტაცია პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას, ვიხელმძღვანელებ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ეკრანი, დაფა, ცარცი,  მარკერები,   სახაზავი ხელსაწყოები, მე-10 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, ინტერნეტი,  Power Point-ში შესრულებული ელექტრონული პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მიმდინარეობა
v  მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით კლასი იყოფა  9 ჯგუფად: მათემატიკის, არქიტექტურის, ხელოვნების, პოეზიის, ადამიანის ორგანიზმის, ლოგოებისა და დიზაინის, ბუნებისა და მუსიკის, ფოტოხელოვნების.
v  ჯგუფის წევრები ინაწილებენ მოვალეობებს, დავალებებს, იღებენ პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე.
v  1 თვეში მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, შეასრულებენ პრეზენტაციის მონახაზს, პერიოდულად გავუწევ რეკომენდაციებს ნამუშევრის შესახებ.
v  თითოეული ჯგუფი გაკვეთილზე წარმოადგენს მის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას. გამოვიყენებ შემაჯამებელ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას. მოხდება პრეზენტაციის შეფასება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შესაბამისად. (2 გაკვეთილი)




1-4
5-6
7-8
9-10
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
ერთი ან ორი წევრი აქტიურობდა მხოლოდ
ჯგუფის  მხოლო რამდენიმე წევრი აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო
პრეზენტაციისას თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივად არის გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი, გასაგები და დამაჯერებელია
ლოგიკურობა
ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავშირი ნაწილებს შორის.
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანმიმდევრულია.
ძირითადად ლოგიკური და თანამიმდევრულია, მაგრამ მკაფიოდ არ გამოყოფს ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული
კავშირი აუდიტორიასთან
ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან
ნაწილობრივ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, არ არის თავდაჯერებული
ძირითადად ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, ზოგჯერ აკლია თავდაჯერებულობა
აუდიტორიასთან მუდმივ კავშირშია, ყოველთვის თავდაჯარებულია
პასუხები  შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხი არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხებს სცემს ყველა შეკითხვას
















Комментариев нет:

Отправить комментарий