пятница, 17 апреля 2015 г.

შემაჯამებელი რეფლექსია

ტრენინგის შეჯამება

გავეცანით ინტელის სასწავლო პროექტს, 21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევებს, შევისწავლეთ ბროშურებისა და გაზეთების მომზადება შაბლონების მიხედვით, გავეცანით შეფასების რუბრიკებს, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და გეგმები, შევისწავლეთ პრეზენტაციების მომზადება, მასში ვიდეოსა და ხმის ჩასმა, ეკრანიდან სურათის ჩასმა.
შევისწავლეთ საავტორო უფლებების მოთხოვნები, ვისწავლეთ google-drive - ში კვლევითი ფორმების შექმნა, საძიებო სისტემების გამოყენება, ბლოგზე პრეზენტაციის და სხვა მასალების გამოქვეყნება, ბლოგის რედაქტირება და onlin - თანამშრომლობა.
ტრენინგი საინტერესო იყო, სუფევდა სამუშაო ატმოსფერო.

ინტელის პროექტი

пятница, 3 апреля 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე, ბლოგის ჩანართების შექმნა. გავეცანით სასწავლო ნიმუშებს,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებას, დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შესრულების მეთოდები,გავეცანი მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ფორმებს.

вторник, 31 марта 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ - დისკზე, ბლოგზე გამოქვეყნება, რედაქტირება და წაშლა. ბლოგის რედაქტირება, დიზაინის, ფონის, ზომების შეცვლა, ჩანართების ჩასმა ბლოგზე, დოკუმენტების ატვირთვა ახალ გვერდზე.