вторник, 17 апреля 2012 г.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

  1. პროექტის სახელი: გენმოდიფიცირებული პროდუქტები.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ რა სარგებლობა მოაქვს კაცობრიობისათვის გენურ ინჟინერიას და რა საფრთხე იმალება მის უკან ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
  3. პროექტის აქტუალობა: გენმოდიფიცირებული პროდუქტები ჩვენს სამომხმარებლო კალათაში ფართოდ შემოიჭრა, დროა, მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ...
  4. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ გენური ინჟინერიის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, მოიპოვებენ ინფორმაციას გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნის წინაპირობების  და გავრცელების არეალის შესახებ, გამოიკვლევენ მათ ზემოქმედებას გარემო პირობებში სხვა კულტურების განვითარებაზე, შეისწავლიან საზოგადოების დამოკიდებულებას გენმოდიფიცირებული პროდუქტებისადმი წამყვან ევროპულ ქვეყნებში, მოიძიებენ მასალებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის მათი უსაფრთხოებისა თუ  მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი შედეგების შესახებ. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან ნახატებს, დიაგრამებს, რუკებს, ფოტოალბომებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, გამართავენ დისკუსიას, მოაწყობენ თანაქალაქების გამოკითხვას, შექმნიან ვიდეო–ფილმს, მოპოვებულ და დამუშავებულ მასალებს განათავსებენ ვებ–ბლოგზე.
  5. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 16–18 წელი/ X-XI კლასები
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
  7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეთა განაწილება ჯგუფებად: ისტორიკოსები, ბიოლოგები, გეოგრაფები, ანალიტიკოსები; მასალათა მოძიება და დამუშავება ინტერნეტის საშუალებით; პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობა, მასალების გაზიარება ჯგუფებს შორის;  ინტერვიუს აღება,  ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება, ვიდეო–ფილმის შექმნა, მოპოვებული მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება .
  8. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები და ინტერვიუების ჩანაწერები, ფოტოალბომი, ფოტო–მასალებისა და ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ბუკლეტი, ვიდეო–ფილმი, ბლოგი.
  9. სარგებელი სხვებისთვის: ფოტო, ვიდეო მასალებითა და ბლოგზე განთავსებული ელექტრონული ინფორმაციით თანატოლები და დაინტერესებული ადამიანები გაეცნობიან გენმოდიფიცირებული პროდუქტების დადებით და  უარყოფით მხარეებს, საზოგადოებას დახმარებას გაუწევს საკვები პროდუქტების ხარისხიანობის გარკვევაში.
  10. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული. მოსწავლეები ამ პროექტზე მუშაობით გაიუმჯობესებენ სასწავლო უნარებს სხვადასხვა საგნებში:
    • მათემატიკა განუვითარდებათ კვლევა–ძიების, მსჯელობა–დასაბუთების, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, ინტერვიუს აღების, მონაცემების თვალსაჩინო წარმოდგენის უნარები;
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაინტერნეტში მასალების მოძიება, დამუშავება, პრეზენტაციების მომზადება, ფოტო–ალბომების შექმნა, ბლოგზე ინფორმაციის განთავსება;
    • ბიოლოგია ავითარებს მეცნიერული კვლევა–ძიების უნარ–ჩვევებს, არჩევს გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკვები ღირებულებების  დადებით და უარყოფით მხარეებს;
    • გეოგრაფია შეისწავლიან სხვადასხვა ქვეყნების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას;
   11. პროექტის ხელმძღვანელი: მაია რობაქიძე, მათემატიკის მასწავლებელი.
                                                          ქუთაისი, მე–12 სკოლა.
   12.  ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:     maiarobaqidze5@gmail.com
   13. პროექტის ვებ–გვერდი:               robaqidze.blogspot.com