вторник, 31 марта 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ - დისკზე, ბლოგზე გამოქვეყნება, რედაქტირება და წაშლა. ბლოგის რედაქტირება, დიზაინის, ფონის, ზომების შეცვლა, ჩანართების ჩასმა ბლოგზე, დოკუმენტების ატვირთვა ახალ გვერდზე.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

пятница, 27 марта 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო, გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნის ნიუანსები, ვიდეო და აუდიო - ფაილების ჩასმა. გავეცანი სასწავლო პროექტების პრეზენტაციის ნიმუშებს, შევისწავლეთ ინტერნეტის საძიებო სისტემების გამოყენება კვლევის დროს, გავეცანით ახალ საძიებო სისტემებს, საავტორო უფლებების დაცვისა და ეთიკის წესებს. შევისწავლეთ გუგლის დისკზე გამოკითხვის ფორმის შექმნა, გაგზავნა, პასუხის მოძიება, კომენტარის გაკეთება. 

вторник, 24 марта 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ ნაყოფიერად, შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,  შევადგინეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. შევისწავლე პრეზენტაციაში ვიდეო და აუდიო - ფაილების ჩასმა.

пятница, 20 марта 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ნაყოფიერი დღე იყო,   წავიკითხეთ  და გავაანალიზეთ  მეორე მოდულის 2 აქტივობა, დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება, ჩავსვით პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, დავიწყეთ პროექტის მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება 21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევებთან მიმართებაში.
გავეცანი საინფ. ტექნოლოგიების სასწავლო კურსების ვებ - გვერდს, განსაკუთრებით მომეწონა, ძალიან კარგი რესურსია.

вторник, 17 марта 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

           ჩემს კოლეგებთან ერთად გავეცანი ინტელის საგანმანათლებლო  პროგრამას "პროექტებით სწავლება".  გავიარეთ პირველი მოდული. პროექტი საკმაო დაინტერესებას იწვევს, იგი სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიური დანერგვისა და მოსწავლეთა დაინტერესების ახალ საშუალებებს იძლევა.
           გავეცანი  "21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევებს",  შევარჩიე პროექტის თემა, შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი,  ნამდვილად საჭირო უნარია და ფართო გამოყენება შეიძლება ჰქონდეს. ვისწავლეთ საჭირო  ვებ - გვერდის  მისამართების შენახვა ინტერნეტში.